воскресенье, 28 апреля 2019 г.

სამოდელო გაკვეთილი,, გაბუტული მეგობრები"

პედაგოგი
ნანა გიგაური

საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა

თემა

,,გაბუტული მეგობრები”  ავთანდილ არაბიძე
სწავლების საფეხური
კლასი
III 1 კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა
და პროფილი
 28  მოსწავლე,  სსსმ მოსწავლე კლასში არ არის
გაკვეთილის ხანგრძლივობა

45 წთ

წინარე ცოდნა
მოსწავლეებს შეუძლიათ ნარატიული ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა, გაგება, გააზრება, უცნობი სიტყვების კონტექსტის მიხედვით ამოცნობა, პერსონაჟის დახასიათება, პრობლემის ამოცნობა და მსჯელობა, როლურ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება, საკუთარი ემოციების გამოხატვა ჟესტებით, მიმიკებით, ინტონაციით;  ურთიერთშეფასება და თვითშეფასება.


აქტუალობა

ეს სამოდელო გაკვეთილი არის პრობლემაზე ორიენტირებული.
მოსწავლეებს ამ გაკვეთილის შედეგად განუვითარდებათ მრავალმხრივი უნარები, როგორიცაა:
წაკითხული ტექსტის  გააზრების,პრობლემის იდენტიფიცირების,   მსჯელობის,  ლოგიკური აზროვნების, დასკვნების გამოტანის, თანამშრომლობის, პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარები.


გაკვეთილის   მიზნები და ამოცანები:




მოსწავლეებმა შეძლონ წაკითხულ ტექსტში პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება.
·         მოსწავლემ შეძლოს ლიტერატურული ტექსტის  წაკითხვა, გაგება და გააზრება;
·         საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის მიმართ;
·         ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივის დასახელება და მათი საქციელის  შეფასება;
·         პირად გამოცდილებასთან პარალელის გავლება;
·         პრობლემის გამოკვეთა და გადაჭრის გზების მოძებნა;
·          საკუთარი თავის და სხვათა ობიექტური შეფასება.
   

 ესგ-ს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
·         მარტივი გეგმის მიხედვით ყვება წაკითხული ტექსტის შინაარსს;
·         მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს;
·         ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად გამოცდილებას შორის;
·         მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „ვეთანხმები / არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს .
ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
·         ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს;
·         ასახელებს საყვარელ პერსონაჟს და ხსნის საკუთარ არჩევანს;

საკლასო მენეჯმენტი

მთელ კლასთან მუშაობა, ინდივიდუალური მუშაობა, ჯგუფური მუშაობა.

დრო
45 წუთი


შეფასება
ზეპირი სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარი;   შეფასების რუბრიკა,
( სიმბოლოებით შეფასება)


თანმიმდევრობა
                          გამოწვევა - 10 წთ
აქტივობა 1 ,,ჟესტები და მიმიკა“
მასწავლებელი  მოსწავლეებს უკითხავს სხვდასხვა წინადადებებს და სიტყვებს,  სთხოვს გადმოსცენ თავიანთი განწყობა ჟესტების და მიმიკების გამოყენებით.  მაგ: სიხარული, აღტაცება, გაბრაზება, მწუხარება, წყენა, მოწონება, გაოცება და სხვა.
    შემდეგ საუბრობენ, თუ ვინ შეძლო ყველაზე უკეთ გადმოეცა თავისი განწყობა და რომელი წინადადებების და სიტყვების მოსმენა მოეწონათ/არ მოეწონათ.
აქტივობა 2 ტექსტის სათაური და მასთან დაკავშირებული ასოციაცია
                           ,, გაბუტული მეგობრები“
               
                      სიღრმისეული წვდომა  - 20 წთ.
აქტივობა 3 ტექსტის წაკითხვა. ინტერაქცია ტექსტზე.
გაუგებარი სიტყვების ახსნა.  იმ გამონათქვამების განმრტება რომელიც ახლა ნაკლებად გამოიყენება.
სასაუბრო
·         რა გხდა მეგობრების გაბუტვის მიზეზი?
·         თქვენი აზრით, ვინ იყო დამნაშავე?
·         თქვენი აზრით, როგორ მოიქცა ფიქრია?
·         კამათისას როგორ იქცევა ვაჩე?
·         შეიძლებოდა თუ არა ჩხუბის თავიდან აცილება?
·         როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მეგობრები , რომ საქმე გაბუტვამდე არ მისულიყო?
აქტივობა #4 - ,, ცხელი სკამი“
   მოსწავლეები გამოდიან სურვილის მიხედვით, სხდებიან ,,ცხელ სკამზე“ და მოირგებენ რომელიმე პერსონაჟის როლს. დანარჩენები უსვამენ კითხვებს.
    შემდეგ მოსწავლე საუბრობს იმ ემოციებზე, რაც განიცადა პერსონაჟის როლში ყოფნისას.



          
                             რეფლექსია - 15   წთ               
აქტივობა # - ,, პრობლემის გადაჭრა ჯგუფებში“
კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას, ახსენებს ჯგუფური მუშაობის წესებს. ჯგუფები ირჩევენ ლიდერს, პრეზენტატორს, დამხმარეს, გამფორმებელს.
     მოსწავლეებმა უნდა გამოკვეთონ ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემა. ისაუბრონ გამომწვევ მიზეზებზე, მოსალოდნელ შედეგებზე და დასახონ გადაჭრის გზები.
      მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს კოგნიტურ სქემას. მოსწავლეებს ეძლევათ დრო. ისინი ავსებენ ამ სქემას და აკეთებენ პრეზენტაციას. მასწავლებელი ფლიფჩარტზე ავსებს იგივე სქემას მოსწავლეთა პასუხების გამოყენებით.  
                         


    მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვას: -რა გვასწავლა ამ მოთხრობამ?

·         გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აკეთებს უკუკავშირს;
·         აჯამებს გაკვეთილს;
·         სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარით აფასებს მოსწავლეებს;
·          მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებას;
·         აფასებენ გაკვეთილს;
·         რა მოეწონათ ?
·         რა არ მოეწონათ ?
·         რა იყო ყველაზე საინტერესო ამ გაკვეთილზე?



საშინაო დავალება
მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას:
მისწერონ წერილი ვაჩეს ან ფიქრიას.
შეცვალონ მოთხრობის დასასრული


საგანმანათლებლო
რესურსები
 სახელმძღვანელო,  ცარცი, დაფა, ფლიფჩარტი, მარკერები,  რესურსების მაგიდა, რეკვიზიტები გათამაშებისთვის, სქემები, თაბახის ფურცლები, შეფასების რუბრიკები, წებოვანი ლენტი, ჭიკარტები, ფერადი მაგნიტური ჩიპები, .








დანართი N1
კოგნიტური სქემა
პრობლემა



პირველი ქვეპრობლემა



მეორე ქვეპრობლემა



პრობლემის გადაჭრის გზები



მოსალოდნელი შედეგი




                                          
  (დანართი N2 ,,შეფასების რუბრიკები“)
                                                    შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები/დონეები

  ჯერ ვერ
 ახერხებს
საჭიროებს
დახმარებას
უმეტესწილად
ახერხებს
კარგად
შეუძლია
წარმატებულად
შეუძლია
მოსწავლე  მონაწილეობს როლურ გათამაშებაში





საუბრობს გამართულად, ინტონაციით, გამომსახველობით





აფასებს პერსონაჟის საქციელს





 შეუძლია პრობლემის გადაჭრა






თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან





წარადგენს ნამუშევარს აუდიტორიის  წინაშე





ობიექტურად აფასებს საკუთარ თავს და თანატოლებს









       (ალტერნატიული დავალება)
     
               I გმირი                          გმირის რუკ                  II გმირი
         II g
















                                                        






    მოსწავლის თვითშეფასება
მოსწავლის სახელი, გვარი ___________________________________

    შეფასების კრიტერიუმები
აქტიურად ვმონაწილეობ ყველა აქტივობაში



თავისუფლად გამოვთქვამ საკუთარ მოსაზრებას


ვაფასებ პერსონაჟების საქციელს
(რა მომეწონა, რა არ მომეწონა?)



ვთანამშრომლობ ჯგუფის წევრებთან



ვასრულებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას
























                                        გაბუტული  მეგობრები
        ერთი კვირაა, ფიქრია და ვაჩე უბრად არიან. არადა, მართლა გულითადი მეგობრები იყვნენ. ყველაფერი კი ასე დაიწო:
         ერთ დღეს ვაჩემ ფიქრიას ,, ტომ სოიერის თავგადასავალი“ სთხოვა,
სამ-ოთხ დღეში დაგიბრუნებო.  
        ერთი კვირაა, ფიქრია და ვაჩე უბრად არიან. არადა, მართლა გულითადი მეგობრები იყვნენ. ყველაფერი კი ასე დაიწო:
         ერთ დღეს ვაჩემ ფიქრიას ,, ტომ სოიერის თავგადასავალი“ სთხოვა,
სამ-ოთხ დღეში დაგიბრუნებო.          ჯერ იყო და ვაჩემ წიგნის დაბრუნება ლამის    სამი კვირა დაუგვიანა, ისე, რომ შეხსენება დასჭირდა. ბოლოს კი წიგნი ისევ ისე შეხვეული მოართვა, როგორც წაიღო, გეგონება, არც კი გაუხსნიაო. მიიტანა სახლში ფიქრიამ პაკეტი გახსნა და რას ხედავს: წიგნს ფურცლები აქვს ამოცვენილი! ეცა ცხელ გულზე ტელეფონს და ვაჩეს დაურეკა:
-                       რა გიქნია, შე უსინდისო, ახალთახალი წიგნისთვის?!-მიახალა ფიქრიამ .
-                       რა იყო, გოგო, რა მეეზოვესავით ილანძღები! მომიტანე და დავაწებებ.
-                       შენ რომ დამწებებელი ყოფილიყავი, მანამდე დააწებებდი.ისე შემომაპარე, ბოდიშიც არ მოგიხდია.
-                       მერე რა მოხდა, ამხანაგების მომერიდა, თუ ეგრე ძალიან გინდა ეს ბოდიში, ახლა მოგიხდი...
-                       ვის რად უნდა შენი ბოდიში? დამნაშავე ხარ და მაგასაც იმადლები!
-                       რას გადამაყოლე  ამ ერთ წიგნს? ფურცლები ამოსცვივდა, ბოლოს და ბოლოს , ქვეყანა ხომ არ დაქცეულა ?!
-                       ქვეყანაც დაქცეულა და ცაც გაშავებულა, თუკი მეგობარს ეგრე მოექცევი!..
-                       შენ არ სცემ პატივს მეგობრობას, თორემ ამ ერთ წიგნს არ გადამაყოლებდი!
-                       არ მცნობიხარ თურმე; დამნაშავე ხარ და აქეთაც  ილანძღები?!-ეს უთხრა გაცეცხლებულმა ფიქრიამ და ყურმილი დაუხეთქა.
        ვაჩეს აღარ დაურეკავს.
       მეორე დღეს ყველამ დაინახა, რომ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა.
      არადა, მანამდე თითით საჩვენებელი მეგობრები იყვნენ.
ამბობენ: რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, მით უფრო გულში ჩაიდებ წყენასო.
     ნეტა მართლა ასე უნდა იყოს თუ არა?                                
                                                                                                                ავთანდილ არაბიძე


1.იმსჯელეთ, რა უნდა ისწავლოს ფიქრიამ და რა უნდა ისწავლოს ვაჩემ.
რა მართებს ორივეს ერთად?


·         სხვისი ნივთების მოფრთხილება.
·         მეგობრისთვის დათმობა და შერიგება.
·         ბოდიშის მოხდა.
·         კამათის დროს სიტყვების შერჩევა.
·         დანაშაულის აღიარება.
·         საკუთარი შეცდომის გამოსწორება.
·         პატიება.
·         საერთო გამოსავლის მოძებნა.
·         ერთმანეთის ღირსების გაფრთხილება.



2.იმსჯელეთ რა სიტყვები უნდა გამოეყენებინათ ვაჩეს და ფიქრიას, რომ საქმე გაბუტვამდე არ მისულიყო.


ჯგუფებში:
·         ერთმა ჯგუფმა ჩამოწეროს , როგორ უნდა მოქცეულიყო ვაჩე. მეორემ-როგორ უნდა მოქცეულიყო ფიქრია.

Комментариев нет:

Отправить комментарий